4 დეკემბერი, 2021

საოცარი მიძღვნა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ულამაზესი ლექსი მიუძღვნა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა და განუყრელი მეგობრების მისტიკური ფოტოც გამოაქვეყნა:

“სანაპიროზე მიდიან ორნი!..
მისტიკური ფოტო: ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა აფხაზეთში, კერძოდ, ლიძავაში, შავი ზღვის სანაპიროს მიუყვებიან… ფოტოს ავტორი გახლავთ მათი ავსტრიელი მეგობარი ანა იანი. გადაღებულია 1969 წელს.

სანაპიროზე მიდიან ორნი!..

ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას

ჩქარი ნაბიჯით, კუშტი მზერით, მიდიან ძმები…
მიწას ეწვივნენ ბინადარნი ულურჯეს ცათა…
აწუხებთ ქართლის ისტორიის მრისხანე ძვრები,
აწამებთ ბედი ივერიის ზვართა და ზღვათა.
მარადისობის მზე ანათებს საეჭვო ნაპირს,
უთანასწორო ელოდებათ რაინდებს ომი!..
ავაზაკები რომ გეგმავენ სისხლიან ნადიმს,
არა უწყიან!.. როგორც ადრე, მიდიან ორნი!..
სადღაც, ზღვის გაღმა, საზღვარია თათარ-მონღოლთა,
სადღაც, სულ მაღლა, ჰორიზონტთან, ზევით და ზევით…
ავბედით ტალღებს აუქციონ მხარი ოღონდაც…
ჩქარი ნაბიჯით, კუშტი მზერით, მიდიან ძმები!..”