12 დეკემბერი, 2021

ქართული ქსოვილების მოტივები ვიტრაჟში

ხელოვნების სასახლე 14 დეკემბრიდან წარმოგიდგენთ გამოფენას “ქართული ქსოვილების მოტივები ვიტრაჟში”. ექსპოზიციის ავტორი ეკატერინე გეგუჩაძეა.

პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა აღდგენილ ძველ ქართულ ქსოვილზე არსებული ორნამენტის 30 ნიმუში, რომელთა მეშვეობით, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, გამოყენებითი ხელოვნების ახალი ნაწარმი შეიქმნა.

პროექტის საშუალებით ძველი ქართული ქსოვილის ორნამენტები აღდგა არა მარტო ქსოვილზე, არამედ მინაზე სხვადასხვა ტექნოლოგიით და შეიქმნა როგორც ინტერიერის დეკორატიული ნამუშევრები, განსხვავებული ფორმითა და დიზაინით, ასევე გამოყენებითი აქსესუარები.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 14 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი.