19 დეკემბერი, 2021

ოთარ ჭილაძის გენიალური წერილი

კლასიკოსი მწერლის ოთარ ჭილაძის შემოქმედებიდან გვსურს კიდევ ერთი გენიალური წერილი შემოგთავაზოთ:

“არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რას ფიქრობს გულში.

მთავარია, ვინ რას სჩადის, შეგნებულად თუ მისდაუნებურად.

ორივე შემთხვევაში ღმერთის ნებით სჩადის, რადგან ღმერთი არა მარტო მსაჯულია, არამედ წარმმართველი ჩვენი გრძნობებისა.

დავუჯერებთ – დაგვსჯის, არ დავუჯერებთ და, უარესად!

საოცარი და საწყენი სწორედ ის არის, დამჯერი გაცილებით მკაცრად რომ ისჯება.

ასეთია ღვთაებრივი სამართალი, რასაც ჩვენ (ბრმები, სულელები, უმწეონი) უსამართლობას ვეძახით და არც კი ვუკვირდებით, რამდენად უსამართლონი ვართ თავად ღმერთის მიმართ.”