1 დეკემბერი, 2021

ნუგზარ სულა სულაშვილის საოცარი ჩანაწერი

მიუხედავად იმისა, რომ ნუგზარ სულა სულაშვილი მწერალი არ არის, ის ახერხებს თავისი ჩანაწერებით ათასობით ადამიანი მონუსხოს. მისი წიგნი “მზე, რომელიც ღამე ამოდის” მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და მთელი ტირაჟი გაყიდულია.

“არტინფო” გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ წინგიდან:

“- მოგისმენიათ ოდესმე გულწრფელი ლოცვა?
– დიახ, პროფესორო.
– სად, ეკლესიაში? – ისე მკითხა, რომ თავი არც აუწევია.
– არა, საავადმყოფოში, მომაკვდავის საწოლთან.
პროფესორმა სათვალე გაისწორა, თვალები ოდნავ მოჭუტა და შემომხედა:
– გინახავს გულწრფელი სიყვარულით ანთებული თვალები და კოცნა?
– დიახ, პროფესორო.
– სად, ეკლესიაში ჯვრისწერის დროს?
– არა, პროფესორო. აეროპორტში, სადაც შეყვარებულები ერთმანეთს აცილებენ.
პროფესორი რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა:
– ვინ გითხრათ, რომ მე ათეისტი ვარ?
– ინტუიციამ მიკარნახა.
– მომეცით თქვენი ჩათვლის წიგნაკი.
– ინებეთ…
– ახლა რას გკარნახობთ ინტუიცია?
– იმას, რომ მომავალ სემესტრში სტიპენდიას ისევ ავიღებ. თქვენ კი აუცილებლად წახვალთ საავადმყოფოში, შემდეგ აეროპორტში და ბოლოს უეჭველად შეაღებთ ეკლესიის კარს…”