4 დეკემბერი, 2021

ნიკოლოზ ბარათაშვილის საინტერესო ამბავი

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რომანტიკოსმა პოეტმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა თბილისში ჩამოსული ნიკოლოზ პირველის ყურადღება დაიმსახურა.

ამის შესახებ მწერალი და პუბლიცისტი იონა მეუნარგია წერდა:

“როცა ნიკოლოზ პირველი ტფილისს ესტუმრა 1837 წლის სექტემბერში, აღლუმზე სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოარჩია რამდენიმე ათასიდან და უთხრა: ,,შენ ჩემი ორდენარეცი იქნებიო.”

ამბობენ, რომ პოეტი საოცარი სევდის მატარებელი შემოქმედი იყო. გარეგნულად არ იმჩნევდა ნაღველს. ყველა ოჯახისათვის სასურველი სტუმარი ყოფილა თავისი ლექსებით და მოლხენა ძალზე ჰყვარებია… ეს ის წელია, დასალიერს რომ უახლოვდება მისი ცხოვრება. თუმცა ტფილისიდან წერილებშიც მაინცდამაინც არ ჩანს ბედის სამდურავი. კალიგრაფიაც მშვიდია, გამორჩეული, ძალზე დახვეწილი და მხატვრული…

ნახჭევანიდან წერილებში კი უკვე გოდებაა, ტკივილი და გაუსაძლისი მდგომარეობა სულისა, ტრაგიკული პათოსი და მინორში გადასული თხრობის მანერა. ხომ არ გრძნობდა სიცოცხლის დასასრულს მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ წერილებში?”