8 დეკემბერი, 2021

მიზნის მიღწევის 10 მთავარი საკითხი გია მურღულიასგან

თუ გსურთ დასახულ მიზანს მიაღწიოთ, მაშინ ფილოლოგ გია მურღულიას მიერ თავისი მოსწავლეებისთვის შეთავაზებული 10 მთავარი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ:

“ჩ ე მ ს მ ო ს წ ა ვ ლ ე ე ბ ს

მიზნის მიღწევას ათი მთავარი რამ განაპირობებს:

1. დაინახე, რა გინდა;

2. დარწმუნდი, რომ ნამდვილად გინდა და შეგიძლია კიდეც – არარეალური მიზნები ადამიანს არ ამშვენებს;

3. გამორიცხე ის შესაძლებლობა, რომ ეს სხვებს დააზიანებს – ბოროტი მიზნები კაცს ამახინჯებს;

4. ეცადე მიხვდე, მიზანს მხოლოდ შენი ძალისხმევა ეყოფა, თუ მოკავშირეებიც დაგჭირდება – მათ მოძებნასა და დაყოლიებას დრო დასჭირდება;

5. გაიაზრე მოქმედების ალგორითმი – განჭვრიტე, რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რა დროში და როგორი თანმიმდევრობით;

6. რომაელთა ფიქრის კვალდაკვალ, იჩქარე ნელა – როგორც ერთ ძველ ფილმში ამბობენ: “ცხრა ფეხმძიმე ქალიც რომ შეკრიბო, ბავშვი მაინც ვერ დაიბადება ერთ თვეში”;

7. გახსოვდეს, შენი ჩანაფიქრი უკვდავი უცვლელობა არ არის – შესაძლოა კორექცია დასჭირდეს და ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყო;

8. გზაზე სიარულისას აღიარე და სწრაფად გამოასწორე შეცდომა;

9. არ დაივიწყო, რომ “სწორი გზით მიმავალი კოჭლი გაასწრებს გზასაცდენილ მორბენალს” და ნუ შეგაჩერებს დაბრკოლებები, რადგან “თუ გზაზე გაჩერდები, რათა ქვა ესროლო ყოველ ძაღლს, რომელიც გიყეფს, ვერასდროს მიაღწევ მიზანს”;

10. არ დაიზარო მიზნობრივი გარჯა და როცა მიზანს მიაღწევ, საკუთარ თავზე ადრე შემოქმედს