3 დეკემბერი, 2021

მერლინ მონროს არაჩვეულებრივი წერილი

მერლინ მონრო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ლამაზ მსახიობად ითვლებოდა. როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობას მისი გარეგნული სილამაზე ატყვევებდა, სამწუხაროდ, არავინ ფიქრობდა მის სულში ჩაეხედა. წერილი, რომელსაც “არტინფო” გიზიარებთ, ამის დასტურია:

“ქალი, რომლის ცხოვრების მთავარი მიზანია – იყოს კაცის თანასწორი, არც თვითკმარია და ვერც საკუთარი თავის რეალურ ფასს ხვდება!..

გაგიმხელთ, რომ – საუკეთესო, რაც კი შემემთხვა ცხოვრებაში, სწორედ ისაა, რომ ქალი ვარ!..

ჰოდა, ხშირად ვცოდავ, მაგრამ მე არ ვარ ეშმაკი.

ძალიან კარგიც ვარ, მაგრამ – არც ანგელოზი ვარ!

სჯობს სძულდეთ ისეთი, როგორიც ხართ, ვიდრე უყვარდეთ ისეთი, როგორიც არ ხართ!

აი, კარიერა და ბრწყინვალება მშვენიერია, მაგრამ ის ვერ გაათბობს ზამთრის სუსხიან მარტოობას!

ჰოლივუდი ადგილია, სადაც ყალბი კოცნისთვის გიხდიან ათასობით დოლარს, ხოლო სულისთვის – 50 ცენტსაც არა!..

ამიტომაც, უმჯობესია იყო უბედური – მარტო, ვიდრე უბედური – სხვასთან ერთად!..

კი, მე ვარ თავკერძა, ჟინიანი, ექსპრესიული და ცოტა საშიშიც. ვუშვებ შეცდომებს, ხშირად გამოვდივარ წყობიდან და ზოგჯერ, ძნელი ასატანიც ვარ…მაგრამ, თუ შენ არ შეგიძლია ამიტანო მაშინ, როცა ყველაზე ცუდი ვარ, არ მიმსახურებ არც მაშინ, როცა ვარ საუკეთესო!

ჭკვიანმა ქალმა კარგად იცის თავის შესაძლებლობები, ბრძენმა ქალმა კი იცის, რომ მას არავინ ჰყავს!”