7 დეკემბერი, 2021

ლიკა ქავჟარაძის საოცარი ფოტო

მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს სრულიად დამსახურებულად უწოდებენ ულამაზეს ქართველ მსახიობს.

გასულ საუკუნეში გადაღებულ ფოტოზე ლიკა ქავჟარაძე რეჟისორ ნანა ჯორჯაძესთან ერთად არის აღბეჭდილი. მისი სილამაზე შავ-თეთრ ფოტოშიც კი ჩანს. ფოტო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნულ ცენტრში 100 ქართული ფილმის სამთვიანი ჩვენების გახსნაზე 1988 წელს არის გადაღებული.

ქართველი კინემატოგრაფისტების ეს უმნიშვნელოვანესი მოგზაურობა გოგი გვახარიამ თავის წიგნში “ცრემლიანი სათვალე” ისაუბრა:

“მაესტრო (ფარაჯანოვი) ცუდ ხასიათზე იყო. მოსკოვში აშუღის როლის შემსრულებლისთვის საზღვარგარეთული პასპორტის გაცემაზე მოულოდნელად უარი უთხრეს. არადა, მოსკოვამდე მგზავრობისას ტვინი გაგვიბურღა – ნახავთ, რა მოუვათ ფრანგებს, იურას რომ დაინახავენო… ჩემი იურა ხომ ახალი ჰელმუტ ბერგერიაო.

მოსკოვის აეროპორტიდან სასტუმროში მიმავალ გზაზე, ვერაფრით შემოიყვანა კონტაქტში ტაქსის მძღოლი. ხან პარიზზე ელაპარაკა, თავის მეგობრებზე, ფრანსუაზა საგანსა და ივ სენ ლორანზე უამბო (ტრაბახობდა, აეროპორტში დამხვდებიანო) ტაქსის მძღოლი ხმას არ იღებდა.

უკან მხოლოდ მაშინ მოტრიალდა, როცა ფარაჯანოვმა უთხრა, ვერ იცანი, ბიჭო? მანქანაში ყველაზე ლამაზი ქალი, ლიკა ქავჟარაძე გიზისო..”