29 დეკემბერი, 2021

ხათუნა მარტიაშვილის ორიგინალური ჩანაწერი

მწერალი ხათუნა მარტიაშვილი თავისი ნოველებიდან “არტინფოს” მკითხველს ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ჩანაწერს უზიარებს:

“- ზრდილობიანად გაპარვა ვისწავლე.
– ვისგან?
– იმ ადამიანებისგან, ვინც გასაჭირში გამიმეტა და გავშიფრე ბოლომდე.
– რატომ არაფერს უხსნი?
– იმათ ისედაც იციან, რის გამო წავედი, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ თავისთვის აქვთ გადამალული, არავის უყვებიან, ჩუმად ინახავენ სულის და გულის ბნელ კუნჭულებში, სადაც ასეთი ამბების ადგილია.
– როგორ გგონია, რატომ გწირავენ ისინი?
– ეგოიზმის და სიკეთის ნაკლებობის გამო, ასეთ ადამიანებს გულის ჩუქება არ შეუძლიათ. ალბათ, ებევრებათ გულის ჩუქება, გული ხომ ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარია, თუკი შეძელი და ვინმეს უძღვენი.
გული ერთადერთი საჩუქარია, რომელსაც რაც უფრო მეტ ადამიანს ჩუქნი, შენ მით უფრო მეტი გრჩება.
სულის გზაც გულზე გადის.”