20 დეკემბერი, 2021

ჯანსუღ ჩარკვიანი აფხაზეთზე

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს საქართველოს ულამაზეს მხარეზე – აფხაზეთზე შესანიშნავი ლექსი აქვს დაწერილი:

“დაკოდილო გულო, სტირი,
ვერც ვერასდროს დადუმდები,
სისხლიანი გზებით ვივლით,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით!
იქნებ ჩვენი ნაღდი ძმობის
უტყუარი საბუთებით,
იქნებ სხვისი თოფი გვჯობნის,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით!
ფრთებს დამსხვრეულს ისევ გავშლით,
ძველ ბუდეში ჩავბუდდებით,
იქნებ სხივიც ჩაქრეს თვალში,
მაგრამ, მაინც დავბრუნდებით!
ლოცვა ჩვენი ცის და მიწის,
თან დაგვყვება გამუდმებით,
იქნებ ბრძოლით, იქნებ სისხლით,
მაგრამ, მაინც დავბრუნდებით!
კვლავაც მშობლიური მიწის
სიმღერებით ავბრუვდებით,
ჩქიმი ჯიმა ცოტა გვიჭირს,
მაგრამ, მაინც დავბრუნდებით…”