29 დეკემბერი, 2021

ინსტიტუტის ეზოში დამწვარი ივანე ჯავახიშვილის წიგნები

დღეს ალბათ ბევრი ვერ დაიჯერებს, რომ ივანე ჯავახიშვილის წიგნები ისტორიის ინსტიტუტის ეზოში დაწვეს, თუმცა ეს სამწუხარო რეალობაა.

უცნობ ამბავს ლევან თაქთაქიშვილი გვიზიარებს:

“უნებლიეთ საკითხი იბადება, თუ რა მიზეზი იყო, რომ დიდი რუსეთის მთავრობა ასე ექცეოდა პატარა საქართველოს, ან როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ იგი რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდგომაც მაინც “ქრისტესმოყვარე” რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო?” – ი ვ ა ნ ე ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი. ქართველი ერის ისტორია.წიგნი მეხუთე. თბილისი. 1953 წ.

პ.ს. ამ ტომის ძირითადი ნაწილი 1954 წელს ისტორიის ინსტიტუტის ეზოში დაწვეს მთავლიტის ბრძანებით. ინფორმაცია მაქვს ლეგენდარული ბუკინისტის ტიმოთე მახაურისაგან, რომელმაც ათამდე ეგზემპლარი გადაარჩინა. სავალდებულო ეგზემპლარები 1990 წლამდე ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპეციალიზირებულ ფონდში ინახებოდა. დღეს ისინი ღია წვდომაშია. მისი ტექსტი ჯავახიშვილის თხზულებებში შემდგომ ორჯერ დაიბეჭდა უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.”