5 დეკემბერი, 2021

გიორგი ლობჟანიძის არაჩვეულებრივი წერილი

პოეტი გიორგი ლობჟანიძე არაჩვეულებრივ ლექსს გვთავაზობს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი:

“შვილო ჩემო!
სიღრმეებში თუ არ გამოგყვნენ,
ადამიანებს ნურასოდეს გაუბრაზდები.
მათ ხომ გველივით ეშინიათ
სიღრმეებისა!
ზედაპირის ხალხია ესენი –
ჩალის წკირივით
ტალღის ფრთებზე ასწრაფებულნი
მიდიან და მიიმღერიან
და თუ ხანდხან
ჩაყვინთავენ,
მხოლოდ იმიტომ,
რომ ტალღას უფრო გააფთრებით
მოექცნენ თავზე
და ეს ტალღა
თვითონ
ზღაპრული რაში ჰგონიათ,
საოცნებო მომავლისკენ
რომ მიაქანებთ
შვილო ჩემო!
არც თანაგრძნობა გინდოდეს მათგან!
რადგანაც
ამ თანაგრძნობას
ჭრილობაზე პლასტირივით გადაგაკრავენ,
თითქოს ნაკაწრი იყოს,
ნაკაწრი
ეს სიყვარული…”