გია მურღულიას დამაფიქრებელი წერილი

გია მურღულიას დამაფიქრებელი წერილიფილოლოგი გია მურღულია ხშირად გვანებივრებს თავისი ჩანაწერებით, რომლებსაც საკუთარ მოსწავლეებს უძღვნის, მაგრამ თითოეული მათგანი იმდენად დამაფიქრებელია, რომ თითოეულ ჩვენგანს ნამდვილად გამოადგება:

“ჩ ე მ ს მ ო ს წ ა ვ ლ ე ე ბ ს

სანამ გამარჯვებულს მიულოცავთ, დასვით კითხვა – როგორ მოიპოვა მან ის?
შეიძლება კოკა-კოლა გინდოდეს, მაგრამ მასში მილიონი დოლარი არ უნდა გადაიხადო.
არც ღირსება უნდა გადაიხადო სარგებელში.
ყველაფრის ფასად მხოლოდ ნაძირლები იმარჯვებენ.
და როცა ასეთ გამარჯვებას ყიდულობ, უნდა გახსოვდეს, რომ ამ დროს სულს ყიდი.
მას კი მხოლოდ ერთი მყიდველი ჰყავს.”