2 დეკემბერი, 2021

გია მურღულიას არაჩვეულებრივი წერილი

ფილოლოგი გია მურღულია არაჩვეულებრივ წერილს გვთავაზობს, სადაც ძალიან მარტივად არის დანახული ამ ცხოვრების ჭეშმარიტება:

“იდეალური, ღმერთისა და მრავალთა მიერ საკუთარ თავზე წარმოდგენის გარდა, არაფერია.

ეგოიზმი, ანუ მხოლოდ სათავისოდ ცხოვრება, სწორედ ღმერთის მითვისების მცდელობაა – უცნაური, სასაცილო, ტრაგიკული და უშედეგო.

სამყაროს ამდენი ცენტრი არ აქვს – ასეთი ცენტრი ერთადერთია.

სრულყოფილება უბრალო ნივთი არ არის, დაბადებიდან პირდაპირ რომ დაეუფლო ან განსაკუთრებულობის ნიშნითა და უფლებით შეიძინო.

ის გზაა, რომელსაც, შესაძლოა, დასრულების შემდეგაც არ აქვს ბოლო.

ერთ მშვენიერ დღეს ყველას ჩაახედებენ ხოლმე კოსმიურ სარკეში.

იმ დღის სიხარულისთვის იბადება ადამიანი.

უამისოდ ის მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი.”