„გაცოცხლებული ქსოვილები“ ხელოვნების სასახლეში

„გაცოცხლებული ქსოვილები“ ხელოვნების სასახლეშისაქართველოს ხელოვნების სასახლეში 3 დეკემბერს 18 საათზე კოსტიუმების გამოფენა-ინსტალაცია სახელწოდებით „გაცოცხლებული ქსოვილები“ გაიხსნება.

იდეის და კოსტიუმების ავტორი ზურა გოგორიკიძეა, რეჟისორი – ვანო (იოანე) ხუციშვილი, მუსიკალური გაფორმება ანი მურღულიას ეკუთვნის, კოსტიუმების კონსტრუქტორი – ნინო შევარდნაძეა, კოსტიუმების კერვა: – სალომე გოგშელიძე, ასმათ ბერიძე. თავსაბურავების კერვა – მაია სხირტლაძე. გრიმი – მადონა ჭანტურია. სტილისტი – თამარ მამისაშვილი. დეკორი – დიმიტრი არსანისი. ოპერატორი – გელა ჩინჩალაძე. საზოგადოებასთან ურთიერთობა – სოფო მარიამ ქორიძე. პროექტის ხელმძღვანელი – გიორგი გოგორიკიძე, მაია ოდიშარია.

მონაწილეობენ: მზია არაბული, ირაკლი კერესელიძე, გაგი შენგელია, გიორგი ლორია, გიორგი თორაძე, ნინო იაშვილი, ელისაბედი რუხაძე, ანანო სხილაძე

ფოტოების ავტორები – მარი ნაკანი, გელა ჩინჩალაძე, გიორგი მეურმიშვილი

ტრადიციული სამოსის და აქსესუარების თანამედროვე ფორმებში დანახვამ და გააზრებამ, განაპირობა წარმოგვედგინა ცოცხალი გამოფენის კონცეფცია, გამოფენა-პერფორმანსის ფორმით, რაც საზოგადოების და ტრადიციული სამოსის/აქსესუარების დაახლოებას და მნიშვნელობას შეუწყობს ხელს.

ამ გამოფენა პერფორმანსით გვინდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად ორგანულად შეიძლება ტრადიციული ფორმები ერწყმოდეს თანამედროვე ფორმებს და ტრადიციული სამოსი და აქსესუარი რამდენად ორგანული შეიძლება გახდეს თანამედროვე ადამიანისთვის თავისი ტრადიციული და ორიგინალური თვითმყოფადობით.

გამოფენით ასევე გვინდა ვაჩვენოთ, ტრადიციული ელემენტებისგან შექმნილი სამოსის და აქსესუარების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გამოფენის გახსნა იქნება მოძრავი თავისი დამთვალიერებლებით და ექსპონატებით, სამოსს და აქსესუარებს წარმოადგენენ და პრეზენტაციას გაუკეთებენ, როგორც მსახიობი მოდელები, ასევე მაყურებლები, რომლებიც ერთგვარ ინტერაქციაში შევლენ მოდელებთან.

ჩვენების პარალელურად მაყურებელი მოისმენს და გაეცნობა, თუ რა კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები და თითოეული მათგანი რა გენეტიკურ ინფორმაციას ფლობს საკუთარ თავში.

პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის მხარდაჭერით.

„გაცოცხლებული ქსოვილები“ ხელოვნების სასახლეში