18 დეკემბერი, 2021

დიმა თოფურიძის პლაკატები ხელოვნების სასახლეში

კვირას 19 დეკემბერს, საქართველოს ხელოვნების სასახლეში – კულტურის ისტორიის მუზეუმში, დიმა თოფურიძის პლაკატების გამოფენა –  სახელწოდებით “სერენადები“ გაიმართება.

დიმა თოფურიძე (1947- 2016)  გრაფიკოსი, მხატვარი, არქიტექტორი,  დიზაინერი, საქართველოში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშემწყობი და მრავალი თაობის აღმზრდელი,  დღეს საზოგადოებას პირველად წარუდგენს პლაკატების სერიას, რომლიც მის შემოქმედებაში ერთ – ერთ ძირითად სფეროდ ისახებოდა.