17 დეკემბერი, 2021

ბესიკ ხარანაული ბარბარობაზე

პოეტი ბესიკ ხარანაული ბარბარობის დღესასწაულს ძალიან ლამაზი და ორიგინალური ლექსით გვილოცავს:

ამ ბარბარობა დღესაო

“სამას სამოცდა ხუთი დღე
ბუნებამ დააწესაო,
მოდი, ნუ მომკლავ სიკვდილო,
ამ ბარბარობა დღესაო,
დედაჩემს ერქვა ბარბარე,
მზრდიდა მე, ერთადერთსაო,
სანთელი უნდა დაინთოს,
პურ-ქადა გაიჭრესაო,
ნუ მომკლავ, ჩემო სიკვდილო,
ამ ბარბარობა დღესაო.”