14 დეკემბერი, 2021

ალექსანდრე ბასილაიას “არგო” თათია კობალაძისგან

კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა “არგო” თათია კობალაძემ ყაზახურ “ვოისში” ახლებური ინტერპეტაციით შეასრულა და მწვრთნელებისა და მსმენელის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ქართველი კონკურსანტი პროექტს გამოეთიშა, თუმცა ყველაზე მთავარი – მაყურებლის სიყვარული მოიპოვა.

თათია კობალაძე:

“მენტორი ისე ხომ გეუბნება ტირილით, რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება და მერე კიდევ გწერს! ნანობს და ჩემი მთავარი გამარჯვება ყაზახი ხალხის მხარდაჭერაა, რომლებმაც ჩემი ნიჭიერება დაინახეს. ხოდა, მთავარი მენტორის აღიარებაა!

პატივს ვცემ მას, როგორც ადამიანს და ძალიან მიყვარს მართლა!

ჩემი ვარსკვლავი ისევ განათდება და თან ძალიან მალე! უხ, მაინც მოვიგებ სადაც არ უნდა იყოს, მაინც მოვიგებ! და ავაფრიალებ საქართველოს დროშას სიამაყით!

ამ დრომდე ჩემი ბრძოლით დაუღალავი შრომით მოვდივარ და შემდეგშიც ესე იქნება! არასოდეს დავნებდები!”