16 ნოემბერი, 2021

ჟან პოლ სარტრი სიღნაღში

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში ცნობილი ნოველისტი და დრამატურგი ჟან პოლ სარტრი 1963 წელს სიღნაღში იმყოფებოდა.

ნობელის პრემიაზე უარის მთქმელი შემოქმედის შესახებ საინტერესო ფოტო და ისტორია ხელოვნებათმცოდნემ, ნოდარ პაპუაშვილმა გაავრცელა:

“რა საინტერესო ფოტოა. ერთი წლის მერე დიდმა ეგზისტენციალისტმა ნობელის პრემიაზე უარი თქვა…

ფოტო გადაღებულია სიღნაღიდან ნუკრიანის ასასვლელ გზაზე, სადაც პიონერის ძეგლიც მდგარა…

ფოტოზე არიან: სარტრი, მერი ნიჟარაძე, სიმონა და ბოვუარი, ირაკლი აბაშიძე. მეორე მხარეს, წარწერით ირკვევა, რომ ფოტოს ვლად (ვლადიმერ მაჭავარიანი) სჩუქნის მერი ნიჟარაძეს და კონსტანტინე ლორთქიფანიძეს…

ვლადიმერ მაჭავარიანი – ჟურნალ ,,დროშის”‘ყოფილი რედაქტორი, კინოსტუდიის ყოფილი დირექტორი, მუშაობდა ხელოვნების სამმართველოსა და განათლების სამინისტროში.

,,ფრანგისტებო”, სარტრის ჩანაწერები თუ იცით ამ ვიზიტის დროს? დაწერდა, რა თქმა უნდა…

და, ვლადიმერ მაჭავარიანი ხომ არ იყო ცნობილი მსახიობის, შურა თოიძის მეუღლე. ქალბატონი შურა თოიძე გახლდათ ულამაზესი ქალბატონი, მოსე თოიძის ქალიშვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი. მხატვარ გრაბარის ერთ-ერთი მუზა. მახსენდება ილიკო სუხიშვილისა და მისი ცეკვა “ქართული” ,,ქეთო და კოტეში” და ასევე ითამაშა ფილმში “დინა ძაძუ”, მერე ,,ჭრიჭინაშიც”.”