19 ნოემბერი, 2021

ვახტანგ ჯავახაძის მიძღვნა გალაკტიონ ტაბიძეს

პოეტმა ვახტანგ ჯავახძემ გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლას მთელი სიცოცხლე მიუძღვნა.

“ეს ვინ ყოფილა?!” – მისი ერთ-ერთი ლექსია, რომელიც პოეზიის მეფეს ეკუთვნის:

“ჩეკამ რომ ცოლი წაჰგვარა,
ქურდმა რომ პალტო მოპარა,
კარი რომ გვიან გაუღო
ორშაბათების ოპერამ,
ძამიკო – რომ ამჯობინა
– გენაცვალეს და ჭირიმეს,
ტრამვაიში რომ სამასი
კაპიკით დააჯარიმეს,
წიგნი რომ დაუგვიანეს,
პრემია რომ არ აღირსეს,
ხელი რომ ბევრჯერ აუკრეს
ლურჯა ცხენების აღვირზე,
სახლი რომ დაუხურდავეს,
რითმაც რომ დაუხურდავეს,
ძილშიც რომ ვერ დაემალა,
სიზმარშიც – სულთამხუთავებს,
კოლეგამ ყულფში ფანჯრისა
თავი რომ გააყოფინა
და სკამი გამოაცალა, –
გალაკტიონი ყოფილა!”