12 ნოემბერი, 2021

უმნიშვნელოვანესი გზავნილი გურამ ქართველიშვილისგან

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანეს წერილს გვიზიარებს:

“ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე და შეფიცულთა რაზმის მიერ განვლილი ურთულესი ყოფა-ბრძოლების აღმწერი ალექსანდრე (საშა) სულხანიშვილი, 1918-21 წლების მენშევიკური მთავრობის საქართველოს რეალობაზე ასეთ რამეს წერდა თავისი ლაზათიანი ქართულით:

,,ორ ომგამოვლილ ოფიცრებს სააზიაცკე ფეხებზე ქალამნები გვეცვა და ბოსტნებსა ვთოხნიდით, ხოლო ვალიკო ჯუღელს (გვარდიის უფროსი იყო ჟორდანიას დროს, მენშევიკური მთავრობის დაქვემდებარებული ბოლშევიკი. მის გვარდიას წინ წითელი დროშა მიუძღოდა) გვარდიაში პარიკმახერები და მექისეები ყავდაო.”

1918-21 წლების დამოუკიდებელ საქართველოშიც ასეთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვაქჰანალია ტრიალებდა, ოღონდ ქოცნაცების მაგივრად სახელმწიფოს ილიას მკვლელი სოციალ-დემოკრატები მართავდნენ და კორუფციაში იხრჩობოდა ქვეყანა. ქართული იდეოლოგია და საქმე მაშინაც აბუჩად იყო აგდებული.”