24 ნოემბერი, 2021

უმნიშვნელოვანეს ცნებათა განმარტებანი გია მურღულიასგან

ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებები. ფილოლოგი გია მურღულია 10 უმთავრესი ცნების განმარტებას გვთავაზობს:

“ყველაზე მნიშვნელოვან ცნებათა მოკლე განმარტებანი:

1. სიყვარული – უმისობის ვერ გაძლება
2. ღირსება – ღმერთის მუდმივი გრძნობა საკუთარ თავში
3. მშვენიერება – თავის სილამაზეს შენშიც რომ ასახავს
4. სიკეთე – ეშმაკის დავიწყება
5. ბედნიერება – სულში ცის ციმციმი
6. სამართლიანობა – თანასწორი პასუხისმგებლობა
7. იმედი – განუწირველობის შეგრძნება
8. რწმენა – მიხვედრა გულით
9. ჭეშმარიტება – ცის სიმართლე
10. ადამიანი – დროებითი მოაზროვნე”