თინათინ მღვდლიაშვილის ულამაზესი დალოცვა

თინათინ მღვდლიაშვილის ულამაზესი დალოცვაპოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა 1996 წელს ულამაზესი ლექსი დაწერა – “ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!” და თითოეული ქალი გულიანად დალოცა:

“ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა,
ფარად მოგცეს არწივივით ქმარი…
შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,
მარად იყოს სიყვარულით მთვრალი!..
იყავ მშვიდი, მორჩილი და მთმენი,
შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა…
ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი,
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..
როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა,
ვიწრო წელზე გიშრისფერი თმები,
ღვთისმშობელი აგარიდებს ავდარს
და მფარველი ანგელოზის ფრთები.
აშრიალე ლერწმის ტანზე ფარჩა,
აფრიალე თმები გიშრისფერი…
ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა,
ერთი ქალიც, – შენი ფეხის მტვერი.
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!..”