4 ნოემბერი, 2021

სამაგალითო დავით სარაჯიშვილი

მეცენატ დავით სარაჯიშვილზე არაერთი სამაგალითო და საამაყო ამბავია ცნობილი.

“არტინფო” ფოლკლორისტისა და მთარგმნელის თედო სახოკიას ნაამბობს გიზიარებთ:

“ერთხელ მეუღლე ცუდად გახდა და აუცილებელი იყო მისი ექიმთან ვიზიტი, მაგრამ, სამწუხაროდ, იმხნად ფული არ მქონდა.

გადავწყვიტე, დავით სარაჯიშვილისაგან სესხის აღება და გავეშურე, როდესაც მასთან მივედი, დავითი სტუმრებთან: ილია ჭავჭავაძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ნიკო ნიკოლაძე – ნარდს თამაშობდა.

მივესალმე მათ და ცოტა ხანში გამოვბრუნდი, შემრცხვა, ფული ვერ ვთხოვე… კიბეებზე რომ დავეშვი, დავითის ხმა მომესმა: “თედო, ცოტა ხნით დამელოდე.” ჩამოვიდა, “ხომ არაფერი გიჭირს?” “არა-თქო”. ჯიბიდან 100 თუმანი ამოიღო და გამომიწოდა, “ეს წაიღე, დაგჭირდება.” გახარებულმა ფული გამოვართვი და მეუღლე ექიმთან წავიყვანე.

ერთი კვირის შემდეგ, ფულის დასაბრუნებლად დავითთან მივედი, სარაჯიშვილმა გაიღიმა და მითხრა: “თედო, ჩემდენი ფული რომ გექნება, მაშინ დამიბრუნე, იმ დღეს რომ შემოგხედე, მივხვდი, რაღაც გიჭირდა…”