რეჟისორ მელ გიბსონის ფილმი The Passion of the Christ – “ქრისტეს ვნებანი” მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ნამუშევარია. ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 611 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მსახიობი ედმონდ მინაშვილი მელ გიბსონის ნამუშევართან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:
“ქრისტეს ვნებანი“-ს გადაღების დროს ჯიმ კავიზელმა (იესოს როლი) დაიკლო 45 კილო, მას შემთხვევით ორჯერ დაარტყეს მათრახი, რის გამოც 14 სმ ნაწიბური დარჩა. აწუხებდა პნევმონია და ჰიპოთერმია, ძირითადად შიშველი, ქუჩაში ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამოკიდების გამო.
მისი სხეული იმდენად დაძაბული და გამოფიტული იყო, რომ გადაღების შემდეგ 2 ღია გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა!
ჯვარცმის სცენას 2 თვე და 5 კვირა დასჭირდა.
The Passion of the Christ არის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი აშშ-ში, 370,8 მილიონი! მსოფლიო მასშტაბით (611 მილიონი.)
და რაც მთავარია, მან შეაღწია ბევრი ადამიანის სულში.
მელ გიბსონმა საკუთარი ჯიბიდან 30 მილიონი დოლარი გადაიხადა წარმოებისთვის, რადგან არცერთ სტუდიას არ მიუღია პროექტი და ჯიმ კავისელი გააფრთხილეს, არ მიეღო იესოს როლი, რადგან ეს მის კარიერას გაანადგურებდა.”