ნუცა შანშიაშვილის ძალიან კარგი ჩანაწერი

ნუცა შანშიაშვილის ძალიან კარგი ჩანაწერიმომღერალი ნუცა შანშიაშვილი ათასობით მსმენელსა და გულშემატკივარს ძალიან კარგ ჩანაწერს უზიარებს:

“ურთულესი პერიოდია კაცობრიობის არსებობაში, არამარტო საქართველოში ასევე მთელ მსოფლიოში. ისეთი სურათი ისახება, თითქოსდა მსოფლიოს ჭკუა ნაკლული საგიჟეთიდან გამოვარდნილი, ძალიან საშიში გიჟები მართავენ, ფულზე და ამბიციებზე გაყ……….ლები.

ტვინის გამორეცხვა ხდება ხალხის… ერთი ნაწილი საზოგადოების შეჰყურებს ხელებში ამა თუ იმ მთავრობას, კორპორაციებს, სამედიცინო და ასე შემდეგ შექმნილ დაწესებულებებს… მეორე ნაწილი ჩართულია ბინძურ თამაშში, რომლის ბოლოს არ იქნება არც გამარჯვებული და არც წაგებული…

დარჩენილია მესამე ნაწილი ხალხის, რომელთა რაოდენობაც ცოტაა, ისინი ვინც გამოღვიძებულნი არიან და აშკარად უსვამენ თავის თავს კითხვას, თუ როგორ განთავისუფლდნენ ამ უსამართლო, ფაშისტური ალიაქოთისგან….

რჩევა:

1. იყავით აბსოლუტურად მობილიზებულები, იმდენად რამდენადაც ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი და შენ უნდა იყო მზად ფიზიკურადაც და მორალურადაც, ანუ ჯანმრთელი და ტვინგახსნილი.

2. ნუ აყვებით მედიას და მის გავრცელებულ ამბებს, იქნება ეს პოლიტიკური თუ სამედიცინო, რადგან თქვენი ინტერესი ის ბაზაა, რითიც იწყებენ შემდგომ თქვენს მანიპულირებას.

3. ვინც თქვენს გარშემო გამოფხიზლებულია და აზროვნების სწორე გზაზე დგას, ეკონტაქტეთ მას, სამწუხაროდ, ეგეთი ადამიანები შეიძლება იყვნენ არა თქვენი ოჯახის წევრები, არა უშავს!!! სამყარო გლობალურია და სიყვარულიც ერთი.

4. ნუ დაგავიწყდებათ ლოცვა ყოველ დილას, რათა შემქმნელმა გაგვინათოს გზა და გამოსავალი გვაჩვენოს.

5. თუ გაქვთ საყვარელი საქმე, ქვეყანა თავზე რომ დაგემხოთ, მაინც აკეთეთ თქვენი საქმე, თითქოს სხვა არანაირი პრობლემა არ არსებობს.

6. ნუ შეიცოდებთ თავს და ნურც სხვას, დრო დადგა, როდესაც ყველა საკუთარ სარკეში ჩაიხედება.

7 და მთავარი – გახსოვდეთ, რომ ყველაფერზე, რაც ხდება, არსებობს მიზეზი და ყველა მოვლენას უზენაესი ღვთაებრივი შემქმნელის ხელი ადევს.”