24 ნოემბერი, 2021

ნათია ფანჯიკიძე სიყვარულზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ადამიანის ერთ-ერთ მთავარ გრძნობაზე – სიყვარულზე თავის წიგნში “შიშო, გამოდი გარეთ” საუბრობს:

“სარა ტირილით ეკითხება მოშეს:

“როცა გიჭირდა, შენ გვერდით ვიყავი, როცა არაფერი გებადა, მხარში გედექი, როცა ავად იყავი, ღამეებს გითენებდი, როცა არაფერს წარმოადგენდი, მიყვარდი… რატომ მტოვებ?”

“იმიტომ, რომ ყველა გაჭირვებას შენ მახსენებ, სარა.”

სიყვარულის დაკარგვა უტოლდება ახლობლის სიკვდილით გამოწვეულ გლოვის მდგომარეობას. უარესიცაა. გლოვისას ფაქტი დადასტურებით მომხდარია, მხოლოდ ამ ფაქტთან ადაპტაციის ტკივილიანი გზაა გასავლელი.

სიყვარულის დაკარგვისას კი “გლოვის” ობიექტი ცოცხალია, მასთან შეხვედრის ალბათობაც არსებობს, იქნებ დაბრუნების შანსიც არ გამქრალა, იქნებ ყველაფერი არ დასრულებულა…”