მერაბ კოსტავას სამაგალითო საქციელი

მერაბ კოსტავას სამაგალითო საქციელიმერაბ კოსტავამ თავისი ხანმოკლე ცხოვრებით არაერთი სამაგალითო ისტორია დაგვიტოვა.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ, რომელიც ვანო ჩხიკვაძემ გაიხსენა:

“ჩემი ახლობელი ექიმი იხსენებდა: ქსნის ციხეში ჭლექით ფილტვებდაჭმული ქურდი იჯდა – დღეები ჰქონდა დათვლილი.

ერთხელაც დამიძახეს, ცუდად არისო. მივედი, ვნახე – სისხლი ამოენთხია, ამოეტანა ფილტვის ნაფლეთები.

მოვიდა მერაბ კოსტავაც, იქაურობა რომ დაინახა, აიღო ტილო, დადგა მუხლისკვერებზე და იატაკის მოწმენდა დაიწყო. ყველა პატივს სცემდა, ქედს იხრიდა ამ სწორუპოვარი ვაჟკაცის წინაშე – უთხრეს, ბატონო მერაბ, როგორ გეკადრებათ, მოეშვით, მაგ საქმეს სხვები მიხედავენო.

მერაბმა ამოიხედა, კეთილი მზერა მოავლო პატიმრებს – “არა, ძმებო, ქრისტიანი კაცისთვის სათაკილო არაფერია, ხვალ შეიძლება მე აღმოვჩნდე ასეთ დღეშიო”, – თქვა და მოწმენდა განაგრძო…”