კონსტანტინე გამსახურდიასა და გიორგი ლეონიძის უნიკალური ანკეტები

კონსტანტინე გამსახურდიასა და გიორგი ლეონიძის უნიკალური ანკეტებიმწერლების კონსტანტინე გამსახურდიასა და გიორგი ლეონიძის უნიკალური ანკეტები ლიტერატურის მუზეუმის საკუთრება გახდა.

ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი:

“ლიტერატურის მუზეუმის არქივი შეივსო,კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილი, ახალი და უაღრესად საინტერესო მასალით 1917 წელს დაარსებული მწერალთა კავშირის შესახებ, რომლის შესახებაც აქამდე ძალიან მცირე ინფორმაცია გვქონდა. მწერალთა პირველ ყრილობაზე, რომელიც გაიმართა 1917 წლის 7 ოქტომბერს – მწერლებს საანკეტო ფურცლები შეუვსიათ. ამ ანკეტებიდან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ მწერლების შესახებ. გვაქვს 27 ანკეტა (მეტი ანკეტა იქნებოდა შევსებული თავის დროზე).

ერთი კითხვა არის განსაკუთრებით საინტერესო ჩემთვის – რა გსურთ საქართველოთვის?

ჩვენში საკმაოდ გავრცელებული აზრია, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არ განიხილებოდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობა. ჯერ ოქტომბრის რევოლუციაც არაა მომხდარი და არ დაწყებულა ამიერკავკასიის და საქართველოს ფაქტობრივი სეპარაცია რუსეთისგან და მართლაც ბევრი წერს, რომ თვითმართველობა, ავტონომიაა სასურველი. გიორგი ქუჩიშვილს დაუწერია – „ავტონომია და თუ შეიძლება სრული თავისუფლება, დამოუკიდებლობა“. ერთერთ სოციალ-ფედერალისტს (სამსონ დადიანს) პირდაპირ ჩაუწერია – „წინა მუხლიდან ცხადია“-ო ანუ ავტონომია რუსეთის ფედერაციაში. კონსტანტინე გამსახურდიაც „ეროვნულ-ტერიტორიალური“ ავტონომიის მომხრეა (ნაჩქარევად კი ჩაუწერია ავტონომიის მაგივრად პარტია-ო, რადგან წინა კითხვაზე სოციალ-ფედერალისტური პარტიას ვაკუთვნებ თავსო უწერია).

მაგრამ საკმაოდ ბევრია ვინც მეტ დამოუკიდებლობას ითხოვს – თავისუფალი ეროვნული ცხოვრება (გრიშაშვილი), სრული და შეუშფოთებელი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და თავისუფლება (შალვა დადიანი), სიხარული და სრული დამოუკიდებლობა (ლეონიძე) ან უბრალოდ: სრული თავისუფლება (ვარდენ ყიფიანი/ღვანკითელი, ივანე საათაშვილი, დავით სულიაშვილი), სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა (ლევან მეტრეველი – ლელი). ზოგიერთს კი ყველაფერი ცხადი რომ იყოს დაუწერია: სრული თავისუფლება – სეპარაცია რუსეთისგან (სეზმან ერთაწმნინდელი), თავისუფლება, სრულიად ჩამოშორება რუსეთიდან (ოისებ მჭედლიშვილი) და კიდევ უფრო გარკვევით: სრული თავისუფლება და რუსების გაძევება (დიმიტრი ფალავანდიშვილი).”

კონსტანტინე გამსახურდიასა და გიორგი ლეონიძის უნიკალური ანკეტები

კონსტანტინე გამსახურდიასა და გიორგი ლეონიძის უნიკალური ანკეტები

კონსტანტინე გამსახურდიასა და გიორგი ლეონიძის უნიკალური ანკეტები

კონსტანტინე გამსახურდიასა და გიორგი ლეონიძის უნიკალური ანკეტები