ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ულამაზესი იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა მოქანდაკეცაა. მისი ნამუშევრები ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. მსახიობმა საკუთარი თავიც კი გამოაქანდაკა – ესმერალდას როლში.
“კინო სხვაზე დამოკიდებული ხელოვნებაა, ქანდაკებაში კი მარტო მე და ჩემი ხელები ვართ – რასაც მინდა, იმას გამოვძერწავ.”
“არტინფო” წარმოგიდგენთ მსახიობის ქანდაკებებს, რათა მის მრავალფეროვან ნიჭიერებასა და პროფესიონალიზმში დარწმუნდეთ.