2 ნოემბერი, 2021

ივანე ჯავახიშვილის ოქროს სიტყვები

ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი თავის ჩანაწერებში ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ თემებზე საუბრობდა. ამის დასტურია ის ფრაზები, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ოქროს სიტყვები ვუწოდოთ:

„დაბალსა და საშუალო ეროვნულ სკოლას ბუნებრივი და საღი განვითარება არ შეუძლიან თუ რომ ეროვნულ განათლებას უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება, ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი არ აგვირგვინებს“.

„თუ წარსულში რაიმე ნაკლი გვქონდა, ამას დამალვა კი არა, გამომჟღავნება უნდა: მხოლოდ იმას, ვინც თავის ნაკლს შეიგნებს, შეუძლიან იგი თავიდან მოიშოროს.“

„ყოველ ჩვენგანს, მეტადრე მოხუცებულებს, უნდა ახსოვდეთ, რომ „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.“