8 ნოემბერი, 2021

ილია ჭავჭავაძის შედევრი

ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში რთულია გამოარჩიო, რომელიც საუკეთესო ლექსი, პოემა ან მოთხრობა, თუმცა “მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული”, ჩვენი აზრით, ნამდვილი შედევრია:

“მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.

დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იბრძვის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, – მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშვრება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.

მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!..”