9 ნოემბერი, 2021

გია მურღულიას საუკეთესო შეგონება

გია მურღულიას ათასობით ერთგული მკითხველი ჰყავს. ფილოლოგი ამჯერად თავისი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ შეგონებას გვიზიარებს, რომლის გათვალისწინებაც არც ჩვენ გვაწყენს:

“ერთი შეგონება ჩემს მოსწავლეებს:

საკმარისად ჭკვიანი უნდა იყო, რომ არ გაეკიდო შენზე ღონიერს ან სწრაფს – ის, ვინც დროს კარგავს, თავსაც კარგავს.

გაჰყვე შეუძლებელს, იგივეა, მარჯვნივ წასულს მარცხნივ პოულობდე.

…მაგრამ თუ სრულყოფილებას ეძებ, დაივიწყე, სიტყვა “შეუძლებელი” – ადამიანის მუდმივი განვითარება ამ სიტყვას ყოველდღე უცვლის მნიშვნელობას.

ეცადე, რომ შეძლო.

არსებობს ცხოვრების განზომილებები, რომლებშიც დამარცხებაც გამარჯვებაა.”