გია ჯაჯანიძე: “ჰეი, თქვენ, ადამიანთა მოდგმავ!”

გია ჯაჯანიძე: "ჰეი, თქვენ, ადამიანთა მოდგმავ!"ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე თმთოეულ ჩვენგანს მოგვმართავს და ცხოვრების მთავარ ღირებულებებზე დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს:

“ჰეი, თქვენ, ადამიანთა მოდგმავ, როგორ არ გესმით და ვერ იგებთ, რომ დროებით ხართ მოსული დედამიწაზე.

ჰეი, თქვენ, მართლებო და მტყუანებო, მდიდრებო და ღარიბებო, ჭკვიანებო და სულელებო, ყველანი წახვალთ ამ ქვეყნიდან და ვერ წაიღებთ ვერც პირველობას და ვერც დიდებას, ვერც სიყვარულს და ვერც სიძულვილს.
მერე, მოვლენ ახალი ადამიანები და ისინიც იგივეს იზამენ, რა უღმერთობასაც თქვენ ჩადიხართ.

ადამიანებო, რატომ გეზიზღებათ ერთმანეთი, რატომ ლანძღავთ ერთმანეთს, რატომ ხართ ასეთი დაუნდობელნი.
მე რასაც ახლა ვწერ, ჩემზე კაგად იცით თქვენ, ისიც იცით ცას ვერავინ გამოეკერებით, მაგრამ მაინც, მაინც ვერ ისვენებთ.

არა უშავს, ღმერთი მაღალია და მან იცის, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.

მაინც რა ძალა აქვს ბოროტ მამონას ასეთი, რომ გონებას გირევს და გიბნელებს.

დამშვიდდი ადამიანო, გაითბე გული, გაეცი სიყვარული, ნუ დაეძებ სხვის ცხოვრებას, საკუთარს მიხედე და გაიგე, რაც მოგეცა, იმის ფასი.

ნუ იქნები ბედნიერი სხვის ჯინაზე, ნუ გახარებს სხვისი მარცხი.

სიხარული მხოლოდ კეთილ ადამიანებთან მიდის ბოლოს. – ბოლოს, სხვის ჯინაზე, არაფერი არ მთავრდება კარგად.

თუ ყველა სათითაოდ, თავის თავს ჩაუღრმავდება და მიხედავს, თუ ყველა გაიაზრებს დროებით ყოფნას ამ საწუთროში, მაშინ, სათითაოდ კარგად იქნებით და მთლიანობაში ყველანი გაბედნიერდებით.

ქვიშა და მტვერი ვარ, არავის არაფერს არ ვასწავლი, ჩემთვის წავიღიღინე მხოლოდ.

არავის არ გეჯიბრებით, არავინ არ მძულხართ, არავის არ გმტრობთ, არავის არ გლანძღავთ, არავის ჯინაზე არ ვბედნიერდები.

პირიქით, ერთმანეთს რომ გარიყავთ და მარტო დარჩებით, ორივესთან მოვალ, გითანაგრძნობთ და ჩაგეხუტებით. გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც გიერგულებთ.

ბოდიში, მაპატიე, ჩემთვის წავიღიღინე, წამომივლის ხოლმე.

მე გამაღვიძეს.
გაიღვიძე შენც.”