16 ნოემბერი, 2021

გეგა კობახიძის როლის შემსრულებელი ცნობილია

დავით დოიაშვილის სპექტაკლში “ჯინსების თაობა” მსახიობმა ჯაბა კილაძემ თავისუფალი თეატრის სცენაზე გეგა კობახიძის როლი 21 წლის განმავლობაში შეუცვლელად ითამაშა.

წლევანდელ თეატრალურ სეზონზე მსახიობმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დადგა დრო, სპექტაკლიდან წავიდეს და სცენა ახალგაზრდა მსახიობს დაუთმოს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია – ყველა დაინტერესდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ჯაბას შემცვლელი.

და, აი, ჯაბა კილაძემ გეგა კობახიძის როლის შემსრულებელი სპექტაკლში “ჯინსების თაობა” საზოგადოებას თავად წარუდგინა – თავისუფალი თეატრის სცენაზე გეგა კობახიძის როლს გივიკო ბარათაშვილი ითამაშებს.