26 ნოემბერი, 2021

ბათუ დანელიას საოცარი ჩანაწერი

პოეტ ბათუ დანელიას თავისი ლექსებით მკითხველის გულებამდე საკუთარი სათქმელი მიაქვს.

“მამობა სიზმარში” მისი პოეზიის ერთ-ერთი მარგალიტია:

“სიზმარში მამა ვარ ობოლი ბავშვების
და, სიხარულისგან, არ ვიცი რასვშვრები…
ბორბალი ბედისა სიზმარში მოგორდა:
ბიჭუნა სამია, ოთხია გოგოდა
ვიფიქრე: ამ ბავშვებს ვექცევი ბუდედო –
გავუწევ მამობას, გამოვზრდი უდედოდ!
და ცხადი თუ იყო ჩემი გზის მჩაგრავი,
ცხადში თუ ერთიც კი არ მყავდა ნაგრამი,
სიზმარში მამა ვარ შვიდ ობოლ ბალღისდა
ვზრდი ამათ, ნაცემებს ცხოვრების ტალღისგან
და ჯერ არ ვყოფილვარ ასეთი მაგარი…
ცხადში რაც არ მქონდა, სუყველა აქარი
და თუკი მე ცხადში მზეს ვგავდი ჩამავალს,
სიზმარში ობოლი ბავშვების მამავარ!
დიდები – სკოლაში, ბაღში კი ნორჩები
დამყავს და სიცოცხლეს ამათთვის მოვრჩები,
ამოვიწურები, გავქრები გემოზე
და სულს თუ აქამდე ამაოდ ვემოსე,
აქ ახლა ჩავითქვი დავზარდო ესენი,
ამათთვის დავაცხო პიცა და ღვეზელი,
ამათთვის წყალზედაც გავივლი უხიდოდ
და ჩავალ პარიზშიც, ოღონდაც ვუყიდო
შარვლები – ბიჭუნებს, გოგონებს – კოფთები,
ამათთვის ვიცოცხლებ, ამათთვის მოვკვდები,
ამათთვის ვიქნები მშვიდიც და გიჟმაჟიც,
ამათთვის ყველაფერს ჩავიდენ სიზმარში,
არ გამოვიხედავ ცხადისკენ საერთოდ,
ოღონდაც ესენი ბავშვობით გაერთონ…
სიზმარშიც გავუძლებ ყოველგვარ ცვლილებას,
ოღონდაც ესენი გავზარდო შვილებად! –
რა მიგავს ბავშვების გაზრდაში გამოცდილს!
და მაინც სიზმარში მე ამათ გამოვზრდი!
სიზმარშიც მომიხდეს ყველაფრის მტკიცება,
ოღონდაც ნურასდროს ნუ გამეღვიძება!”