აკაკი ბაქრაძე სულხან-საბა ორბელიანზე

აკაკი ბაქრაძე სულხან-საბა ორბელიანზეპუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე მწერალსა და მეცნიერზე სულხან-საბა ორბელიანზე საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:

“რა დღეში ჩააგდეს სულხან-საბა ორბელიანი იმის გამო, რომ ზოგიერთს არ მოსწონდა მისი პოლიტიკური ორიენტაცია და ზოგიერთს – მისი ნიჭი.

მოხუცი კაცი წვერებით ათრიეს სვეტიცხოვლის ეზოში. იქამდეც მიიყვანეს, რომ ბიბლია დააწვევინეს.
ეტყობა, მან რაღაც თავისებური ინტერპრეტაცია მისცა ბიბლიას და მერე აიძულეს, რომ დაეწვა.

ის თვითონ ბერი იყო და ბერს რომ აიძულებ ბიბლია დაწვას, რა მდგომარეობაში უნდა ჩაეგდოთ იგი!”