13 ოქტომბერი, 2021

“ვეფხისტყაოსნის” შთაგონებით შექმნილი მონეტები

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” საუკუნეებია აღაფრთოვანებს არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ საზოგადოებასაც.

ლიეტუვას ზარაფხანამ “ვეფხისტყაოსნის” შთაგონებით საკოლექციო მონეტების სერიების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი მონეტა უკვე მზადაა – სახელწოდებით “თინათინის კორონაცია” – მონეტაზე პოემიდან თინათინის გამეფების სცენაა დატანილი. 1000 ეგზემპლარად გამოშვებული საკოლექციო მონეტა ვერცხლისაა და 31.1 გრამს იწონის.

მხატვარ მამუკა მიქელაძის ილუსტრაციაზე ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა ივა ჯანეზაშვილმა იმუშავა. სწორედ ის გახდა ლიეტუვის ზარაფხანის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული.