16 ოქტომბერი, 2021

უნიჭიერესი გია ნიკოლაძე

უკვე ბევრმა იცის, რომ მომღერალი გია ნიკოლაძე შესანიშნავი პოეტია და საოცარ ლექსებსა თუ პოემებს წერს”

“მითხრა:- თავიდან რომ იყო
ეს სიტყვა იყო ღმერთიო
ქრისტე ამ სიტყვას გადმოგცემთ
გახსოვდეთ! ესეც ერთიო
მეორე ჯვარის თემაა
დიდი ძალა აქვს ჯვარსაო
ჯვარს წერენ ქრისტიანები
ნათლულს ცოლ-ქმარს თუ ჯარსაო
ჯვარი გწერიათ სულ ყველას
პირჯვარებს იწერთ თავსაო
როდესაც ის თავს გახსენებთ
და ყველგან ხედავთ ჯვარსაო
არეულია საყდარი
რაღაცა გხდებად თავსაო
პატრიარქს არვინ არ უსმენს
რა სიტყვაც უნდა თქვასაო
უკვე მეორედ მოსვლაა
სიტყვა მეორედ მოვიდა
მეორედ მოსვლის ჟამია
მსოფლიო დააკოვიდა
მითხრა:- ჯვარი აქვს დასმული
ქრისტეს მოტანილ სიტყვასო
სიტყვა რომელიც ღმერთია
და კვლავ რომ უნდა ითქვასო
ქრისტეს სიტყვების მიხედვით
დედამიწაა ახსნილი
და მასში ღმერთის შეცნობით
ქალღმერთი საზღვრებ გახსნილი
მასშია დედის შეცნობის
სახალხო რევოლუცია
სადაც ღვთის ნებით იქმნება
ქვეყნების კონსტიტუცია
ნუთუ ქართველი ქართულად
მის ქართულ ზღაპარს ვერ ხვდება
ქრისტეს ნაბანი ფეხებით
მრგვალ დედაღმერთს რომ ეხება
ნუთუ ვერ შევძლებთ ქართ ველზე
დედის გარშემო სწორებას
და სიტყვა სულიწმინდისას
ქალღმერთად გადასწორებას
დედაღმერთია იქ სადაც
მამაღმერთია ნათქვამი
ღვთის ძეთი ვეღარ მთავრდება
სამების გამონათქვამი
ის თუ მამაა შვილი ყავს
დედის გარეშე ვერ ჩნდება
ნუთუ გონება ვერ ხვდება
ან შიშით აზრს ვერ ეხება
ჯვარზე მაფიქრებს ხანდახან
და მაწერინებს სტრიქონებს
დაფიქრდი ამას გონება
საიდან გამოიგონემს
არ გაამწვავებს დაატკბობს
იეშმაკებდა გონება
არ შეუძლია გონებას
ამდენის გამოგონება
რომელი ძალაც მკარნახობს
ადვილი მისახვედრია
რადგანაც შემოქმედება
ყველა ჩვენგანის ხვედრია
ძე ღვთისას კაგრად შეხედე
რას მიგვანიშნებს ხელებით
ვერ ვხვდებით რასაც ვეხებით
ქრისტეს ნაბანი ფეხებით…”