27 ოქტომბერი, 2021

ულამაზესად ამღერებული ნოდარ დუმბაძის ლექსი

ნოდარ დუმბაძის რომანებსა და მოთხრობებთან ერთად, მკითხველს არანაკლებად უყვარს მისი ლექსები.

ერთ-ერთი მათგანია “მე თბილისელი ბიჭი ვარ”, რომელიც კომპოზიტორმა ნოდარ გიგაურმა სიმღერად აქცია, მომღერალმა სულიკო კოროშინაძემ კი შესანიშნავად იმღერა:

“მე თბილისელი ბიჭი ვარ,
ყადრიანი და გამგები,
თუ აჩრდილივით არ მდიე,
ქუჩებში დაგეკარგები.
მე ლერწმის სალამური ვარ,
ჩემი ხმა ვარსკვლავს მისწვდება,
თუ დროზე არ ამაკვნესე,
სიმღერა დამავიწყდება.
მე ფოთოლი ვარ ამ ჭადრის,
მზე მკოცნის, მთვარე მარიგებს,
თუ დროზე არ ამიტაცებ,
მოვა და ქარი წამიღებს.
მე სიყვარულის წვიმა ვარ
და შენთან ერთად ვსველდები,
თუ დროზე არ დამაგუბე,
წავალ, მტკვარს შევუერთდები.
მე სიყვარულის ლექსი ვარ,
ლექსი ვარ გულის ნადები,
თუ დროზე არ შემიყვარე,
სხვა ვინმეს შევუყვარდები.”