31 ოქტომბერი, 2021

ტერენტი გრანელი წალენჯიხაზე

პოეტმა ტერენტი გრანელმა – ტერენტი კვირკველიამ მშობიულ წალენჯიხას ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“წალენჯიხა

მოდის საღამო, ეს დღე ილევა
და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.
აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება
და წალენჯიხა ისევ ისეა.
მწვანეა ველი ახლო მდებარე
და გზაზე შეშა მიაქვთ ვიღაცეებს.
ქრიან ბავშვობის მოგონებანი
და მიმაქვს ფიქრი წალენჯიხაზე.
ახლოს მტერია დაუნდობელი
და მოდის წვიმა, სუფევს ავდარი.
ჩანს წალენჯიხა – ჩემი სოფელი,
ჩანს წალენჯიხის ძველი საყდარი.
და ქარიშხალი სოფელს არ აცდა,
ამნაირ იღბალს არც მე ავცდები.
კვლავ ჭადრებია ეკლესიასთან
და იქვე ახლო დგანან ცაცხვები.
მოდის საღამო, ეს დღე ილევა
და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა.
აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება
და წალენჯიხა ისევ ისეა.”