14 ოქტომბერი, 2021

“შენ ხარ ვენახი” ირლანდიელების შესრულებით

ირლანდიელმა მომღერლებმა ჩელოს თანხლებით ქართული საგალობელი “შენ ხარ ვენახი” ორიგინალურად შეასრულეს.

ზაზა შენგელია:

“ირლანდიელი მუსიკოსების მიერ ჩელოს თანხლებით ორიგინალურად შესრულებული “შენ ხარ ვენახი”…

ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და აბსოლუტურად განსხვავებულია და პირადად მე ძალიან მომწონს. ვფიქრობ, არ შევცდები თუკი ვიტყვი, რომ საკულტო ქართულმა საგალობელმა ირლანდიელი მუსიკოსების მიერ წარმოდგენილ ამ ვერსიაში, უფრო მეტად კლასიკურ-ევროპული მუსიკალური ჟღერადობა შეიძინა, თან ისეთნაირად, რომ ქართული ფუძე არ დაუკარგია.

ჩაწერილი და გადაღებულია დუბლინის წმინდა მერის სახელობის ეკლესიაში 2015 წელს.”