29 ოქტომბერი, 2021

მარო მაყაშვილის ყველაზე გულწრფელი წერილი

ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის დღიურები მისი საოცარი გულწრფელობის გამოა საინტერესო და ღირებული.

“არტინფო” გთავაზობთ მაროს ერთ-ერთი პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს წერილს:

„ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია…

მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ.

მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს – ის მდგომარეობის მონაა.”