13 ოქტომბერი, 2021

ხელოვნების სასახლე საუკეთესო მუზეუმად დასახელდა

ხელოვნების სასახლე საუკეთესო მუზეუმად International Travel Awardsმა დაასახელა.

სასიხარულო ინფორმაცია სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა:

“დიდი ამბებია მეგობრებო ხელოვნების სასახლეში! დიდი ხნის ლოდინის და ნერვიულობის შემდეგ დღეს საოცარი პასუხი მივიღეთ, დიახ ჩვენი მუზეუმი 2021 წლის საქართველოს საუკეთესო მუზეუმად დასახელდა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი International Travel Awards – ის გამარჯვებულია. კატეგორიაში “Best Museum in Georgia 2021″ ხელოვნების სასახლემ უპირობოდ გაიმარჯვა!

International Travel Awards ორგანიზებულია Golden Tree Events– ის მიერ. Golden Tree Events გახლავთ წამყვანი ტურისტულ-მარკეტინგული და პიარ კომპანია, რომელიც აქტიურად უწევს პოპულარიცაზიას 5,000 -ზე მეტ ტურისტულ კომპანიას და სხვადასხვა კულტურულ ინსტიტუციას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი ორგანიზაციები როგორებიცაა: Castle IN LOVE WITH THE WIND (Bulgaria), BOTANIQ Castle of Tura (Hungary), Radisson Blu Hotel და ა.შ საკმაოდ დიდ ხნიანი და დაძაბული საკონკურსო პერიოდის შემდგომ გვაქვს ბედნიერება გაცნობოთ, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი, გამარჯვებულის სტატუსით განთავსდება!

ჩვენ ამ ჯილდოთი განსაკუთრებით ვამაყობთ, ვემადლიერებით ხელოვნების სასახლის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც თავისი შრომით ეს შედეგი მოიტანეს, მადლობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომლის თანადგომის გარეშე ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერის მიღება შეუძლებელი იქნებოდა!

დარწმუნებული ვარ, ხელოვნების სასახლე კიდევ არაერთხელ გაახარებს დამთვალიერებელსა და ქართული კულტურის მოყვარულთ!”