1 ოქტომბერი, 2021

ჯანსუღ ჩარკვიანის მარგალიტი

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მარგალიტად უდავოდ იწოდება ლექსი “ჰიმნი თავისუფლებას”. მამუკა ჩარკვიანმა ამ ლექსზე ულამაზესი სიმღერა შექმნა:

“მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
რომ საქართველოს რწმენის აკვანი
კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.
მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
მტერს ავით თვალი დაენისლება,
ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგყვარა,
სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება.
თუ გამარჯვება არის მიზანი,
დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად.
მამულისათვის, მამულისათვის,
ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება!
მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის,
ტყვია მიზანში მოსახვედრია.
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია.
როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება
თავისუფალი ხალხის ბუნება?!
თავისუფლება და აღტაცება
დაუცხრომლობით აღესრულება.
მამულისათვის, მამულისათვის
ტყვია მიზანში მოსახვედრია.
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია.”