7 ოქტომბერი, 2021

ილია ჭავჭავაძე ქართველების ყველაზე საძაგელ სენზე

ილია ჭავჭავაძე ყოველთვის პირში ახლიდა სიმართლეს ქართველობას, ალბათ ამიტომაც არ უყვარდათ და დაახალეს შუბლში ტყვია:

“ჩვენ, ქართველებს ერთი სხვა საძაგელი სენიც გვჭირს – ყიზილბაშობა. გულის შემაზრზენი, კაცის ღირსების დამადაბლებელი პირფერობა, ურცხვი ტყუილი ქება, საძაგელი კლაკვნა და პირიდამ თაფლის დენა, რომელსაც ქართველი „ზრდილობას“ ეძახის, – ესენი ერთად შტოები არიან დამპალ ყიზილბაშობისა.

ისე უყვარს ქართველს ეს გამყვრნელი და წამახდენელი სენი, რომ არა თუ აქე, არ მიეფერე, პირიდან თაფლი თუ არ ადინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცდომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში…

პირფერობა და ურცხვი, უალაგო ქება გლახისა და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.”