გურამ ქართველიშვილის მთავარი კითხვა

გურამ ქართველიშვილის მთავარი კითხვაისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი მთავარ კითხვას სვამს და პასუხს ქართული საზოგადოებისგან ელოდება:

“ისევ საკითხავია – გადავრჩებით თუ არა,
ნუთუ, გონი გაგვიშრა, ბნედამ ჩამოუარა?
ბედოვლათს რა დაარჩენს, დოყლაპია ვის უნდა,
ერს რომელშიც პირველობს, ავსული და იუდა,
სადაც მარჩიელობა სიბრძნისაა ნაწილი,
სადაც საქმედ ითვლება ყანწით ხელში ქადილი,
სადაც მოუხნავია კარაქივით სახნავი,
სადაც ფეხზე ჰკიდიათ ვენახი და თავთავი,
სადაც წიგნიერება ნოლზე დაცემულია,
შვილებს არვინ ასწავლის რა კულტურის წულია,
სადაც ტყუილი მეფეა და კრულია სიმართლე,
სიბრიყვეა ნორმა და გარყვნილება სიმაღლე,
სადაც ღმერთსაც ყიდიან, ისევ ღმერთის სახელით,
არვინაა შვილისთვის ქვეყნის შემომნახველი…
გადავრჩებით თუა არა? კითხვა ტვინში კიდია,
კითხვა ცოტას ადარდებს, ბევრს სულ ფეხზე კიდია.”