გენიოსი ოთარ ჭილაძე ადამიანობაზე

გენიოსი ოთარ ჭილაძე ადამიანობაზემწერალი ოთარ ჭილაძე, რომელიც თავისი შემოქმედებით ადამიანის სულის სიღრმეებში ოსტატურად ჩადის, ადამიანობაზე უმოკლეს, მაგრამ არაჩვეულებრივ განმარტებას გვთავაზობს რომანში “გოდორი”:

“როგორ გინდა გაცვეთილი ფილოსოფიური სენტენციებით გაამართლო ახალ-ახალი უაზრობა, სიბრიყვე, სიდამპლე, სისაძაგლე?! რითი გინდა დაუპირისპირდე საკუთარ არარაობას?! და მაინც… და მაინც… და მაინც…

რაც არ უნდა ამაზრზენი არსება იყოს, ადამიანი შეცოდებასა და თანაგრძნობას იმსახურებს მხოლოდ მეორე ადამიანისგან, რადგან მეორეც ისეთივეა, როგორიც პირველი.”