19 ოქტომბერი, 2021

არაჩვეულებრივი მიძღვნა თენგიზ არჩვაძეს

თეატრისა და კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობს თენგიზ არჩვაძეს პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“საქართველოში წმინდანივით იცხოვრე რადგან,
და თავზე უფლის ნაბოძები გვირგვინი გადგას,
გვირგვინი ეკლის, ესოდენ სიმაღლის მჩენი,
გვირგვინი ბედის – დამღუპველი და გადამრჩენი.
სულს მსახურებდი, გადარდებდა არც არა ხორცის,
შემორჩი ქალაქს ამაყი და ბავშვივით მორცხვი.
არ დაგკლებია არცა სუსხი მავანთა ჭორის,
მაგრამ იყავი უჩვეულო რჩეულთა შორის…
…პირველობისთვის არ გიცდია ღალატი კაცთა,
უპირველესად ადიდებდი გულსა და განცდას.
ხან მკლავი მოგჭრეს, ზარადნიაც იყავი, ურჩი,
და ამიტომაც მოშურნეებს ვერ გადაურჩი.
ხან ჯამი გედგა ღვინით სავსე თუ უფლის სისხლით,
ლოცავდი მამულს დღე ცისმარე შენ მისხალ-მისხლით.
იყავ მეუფეც, სამშობლოის გტანჯავდა ბედი,
არ გაგიღუნავს არცა მკლავი და არცა ქედი.
საქართველოში წმინდანივით იცხოვრე რადგან,
უზენაესის ნაბოძები გვირგვინი გადგას.”