აკაკი ბაქრაძის არაჩვეულებრივი ჩანაწერი

აკაკი ბაქრაძის არაჩვეულებრივი ჩანაწერიპუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს გვიზიარებს ბოროტებასა და პატიოსნებაზე:

“ბოროტებას უყვარს პატიოსნება. უფრო სწორად, უყვარს პატიოსნების ნიღაბი. ამ ნიღბით იგი უფრო იოლად აკეთებს ავსა და უკეთურ საქმეს. მოხერხებულად აყრის საზოგადოებას თვალში ნაცარს.

პატიოსნებას მიტმასნებული ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა ძნელია. ადამიანს უჭირს გაარჩიოს, სად არის ხალასი პატიოსნება და სად – რიოში, ყალბი.”